არ მივცეთ პუტინს საშუალება, რომ კიდევ ერთ დემოკრატია გაანადგუროს ევროპის კონტინენტზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური პირი სალომე ზურაბიშვილია.
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ევროპული საქართველოს ლიდერი და ახლა ის მოემართება სტრასბურგში, რათა მოგვმართოს ჩვენ, ევროკავშირის დემოკრატიის გულში.
არის თუ არა იმედი? – ეს არის ყველაზე ხშირი შეკითხვა საქართველოში, დიახ, იმედი არის. როდესაც თბილისში ვიყავი გასულ კვირას, ვნახე იმედიანი ხალხი ევროკავშირის დროშებით, რომლებიც აფრიალებენ ამ დროშებს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ ქვეყანაში, სოფლებსა და ქალაქებში.
ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები სცემეს, აწამეს, მაგრამ ისინი მაინც გამოდიან დემონსტრაციებზე.
საქართველო არის სახელმძღვანელო იმისა, თუ როგორ ერევა რუსეთი ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში და როგორ იბრძვის ხალხი ერთი გასროლის გარეშე.
ევროკავშირის ინსტიტუტებმა არ უნდა დახუჭონ თვალი. ჩემი სახალხო პარტიის პოზიცია არის მკაფიო – არჩევნები იქნა მოპარული და ვერ ვხედავთ სხვა გზას, გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნები გაიმართოს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი და ჩვენ, მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ სანქციები იმ ადამიანებზე, ვინც გაყალბებულ არჩევნებსა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი.
ჩვენ მოვუწოდებთ წევრი სახელმწიფოების მინისტრებს, რომ ესტუმრონ საქართველოს ევროპული მისიებით. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები და არ მივცეთ პუტინს საშუალება, რომ კიდევ ერთ დემოკრატია გაანადგუროს ევროპის კონტინენტზე”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.