დებიძინიზაცია არის საქართველოს მთავარი საკითხი, საქართველო ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო, ახლა რეგიონში სომხეთია წინ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
“დებიძინიზაციის გარეშე მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყანა იყოს ჩვენთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ მე აღმაფრთოვანებს, მომწონს, მიყვარს ის, რასაც საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ ევროკავშირზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, ეს იყო ქართველი ხალხის გასამხნევებლად, რომ არ დანებდნენ.
ვშიშობ, აქ ვითარება კიდევ უფრო არ გართულდეს. არ ვიცი, რამდენად შევძლებთ, შევიკავოთ თავი, რომ არ ვიმსჯელოთ უვიზო მიმოსვლაზე თუ აქ ყველაფერი გართულდა. ეს რთულია, მაგრამ მე პირადად, დავიწყე ამაზე ფიქრი. დებიძინიზაცია არის საქართველოს მთავარი საკითხი. საქართველო ერთ დროს მოწინავე ქვეყანა იყო, ახლა რეგიონში სომხეთია წინ”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.