spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუკნევიჩიენე – ჩვენ შევქმენით რეზოლუციის პროექტი საქართველოზე და ვფიქრობთ, რომ მივიღებთ მას ორი კვირის შემდეგ

ჩვენ შევქმენით რეზოლუციის პროექტი საქართველოზე არჩევნების შემდეგ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ მას ორი კვირის შემდეგ, სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრორუსები და კრემლის მარიონეტები ავრცელებენ კრემლის ნარატივს, როგორც “ქართული ოცნების“ ნარატივია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსები, ყველანი გამოხატავენ წუხილს არჩევნებთან დაკავშირებით.

“სპეციალური დებატების დროს, მიმდინარე კვირას, პლენარული სხდომის დროს, ევროპარლამენტში, ბრიუსელში ბევრი გამომსვლელი ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბებულია და აუცილებელია ახალი არჩევნები, ჩვენ შევქმენით რეზოლუციის პროექტი საქართველოზე არჩევნების შემდეგ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ მას ორი კვირის შემდეგ, სტრასბურგის პლენარულ სხდომაზე. ის წევრები, ვინც არიან პრორუსები და კრემლის მარიონეტები ავრცელებენ კრემლის ნარატივს, როგორც „ქართული ოცნების“ ნარატივია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ევროპელი პოლიტიკოსები, ყველანი გამოხატავენ წუხილს და ამბობენ იმას, რომ არჩევნები არის მოპარული და მინიმუმი, რაც გვჭირდება არის საერთაშორისო გამოძიება, რომელიც უნდა გაიმართოს. ამჟამად, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ადამიანების ნება იყო გამოხატული, სულ მცირე, ჩვენ არ ვიცით ზუსტი ნება ადამიანებისა რა იყო და ამიტომ ხდება პროტესტები“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები