ევროპის კარი იხურება იმ ქართველების ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა და ვინც ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
“დიახ, [ევროპის] კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა”,- აცხადებს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას.
“ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას დაწყებული მათგან, ვინც კანონი დაარღვია, ვინც არ ჩაატარა არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად, იმიტომ რომ [ქართველ] ხალხს არჩევნები მოჰპარეს. რა თქმა უნდა, წინ რთული პერიოდია და ვფიქრობ, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ვიქნებით ძალიან მტკიცე, ძლიერი და მკაფიო [საქართველოსთან მიმართებაში]”,- აცხადებს იუკნევიჩიენე “ამერიკის ხმასთან”.