spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუკნევიჩიენე – ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით

მხოლოდ ორ გზას ვხედავ საქართველოსთვის –  ეს არის ევროპული გზა ან “რუსული სამყარო”. ასე რომ, ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, უცნაურია, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში ევროპული გზის მომხრეა და ზოგიერთი მათგანი მაინც ხმას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის მიმართ.

“ყველაზე დიდი გამოწვევა არის ახლა საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ მე მხოლოდ ორ გზას ვხედავ საქართველოსთვის –  ეს არის ევროპული გზა ან “რუსული სამყარო”. ასე რომ, ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით. მე ლიეტუველი ვარ და ვიცი, რომ ევროპამ ბევრი მისცა ჩემს ქვეყანას, ჩვენ ევროკავშირს 2004 წელს შევუერთდით და ახლა ქართველებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

უცნაურია, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში ევროპული გზის მომხრეა და ზოგიერთი მათგანი მაინც ხმას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის მიმართ”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

თბილისში ჯორჯ ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის მე-8 კონფერენცია “გარდამტეხი წელი” იმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები