spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუკნევიჩიენე – “ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, საჭიროა საერთაშორისო გამოძიება

“ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, ჩვენ ვაპირებთ, წარვუდგინოთ მოსაზრება სხვა ქვეყნებს, რომ საჭიროა ამ არჩევნების დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო რეზოლუციაში ნახსენებია ვიზალიბერალიზაციის სტატუსიც, რადგან მიუღებელია იქცეოდე ანტიევროპულად და სარგებლობდე ევროკავშირის სიკეთეებით.

“დებატების დროს მე წარმოვადგენ ევროპის სახალხო პარტიის პოზიციას, ასევე, იმედი მაქვს, რომ შემდეგ სხდომაზე რეზოლუციაც იქნება მიღებული. ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა და ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნებს. „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია, ჩვენ ვაპირებთ წარვუდგინოთ მოსაზრება სხვა ქვეყნებს, რომ საჭიროა ამ არჩევნების დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება. შესაძლებელია ვისაუბროთ მომავალში, ისეთი არჩევნების ჩატარებაზე, რომელსაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტები გააკონტროლებენ და არა „ქართული ოცნება“, ამ ყველაფერს ექნება გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე. ამ ეტაპზე გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია და ეს ასე დარჩება. ევროკავშირში არავინ აპირებს იგივე შეცდომა გაიმეოროს. აქამდე „ქართულ ოცნებასთან“ რბილად ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ ისინი არ იყვნენ იდეალურები, მაგრამ ხალხი იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ოლიგარქიულ სისტემასთან. სათქმელი ბევრია და ვფიქრობ, ეს იქნება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სათქმელიც დებატების დროს. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ სანქციები, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, რომელმაც დაიმსახურა დასანქცირება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დააწესა გარკვეული სანქციები, დარწმუნებული ვარ, ახალი კომისია, რომელიც დამტკიცდება იქნება ბევრად ქმედითი და მხარს დაუჭერენ, რომ სანქციები დაწესდეს. ბოლო რეზოლუციაში, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ სტრასბურგში, ვახსენეთ ვიზალიბერალიზაციის სტატუსიც, რადგან მიუღებელია იქცეოდე ანტიევროპულად და სარგებლობდე ევროკავშირის სიკეთეებით“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები