spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუკნევიჩიენე – “ქართული ოცნების” პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ არის და ჩვენ ვემხრობით მათთვის სანქციების დაწესებას

დღეს ყველა კარგად ხვდება, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ არის და ჩვენ ვემხრობით მათთვის სანქციების დაწესებას,  – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოხიბლული და ამაყია იმით, როგორ იბრძვის ქართველი ხალხი ევროკავშირის დროშებით.

“მოხიბლული და ამაყი ვარ იმით, როგორ იბრძვის ქართველი ხალხი ევროკავშირის დროშებით. ჩემთვის, როგორც ლიეტუველისთვის, ეს ძალიან ამაღელვებელია და ძალიან მინდა ვიხილო ქართველი ხალხი ევროკავშირის ოჯახში. დღეს ყველა კარგად ხვდება, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ არის და ჩვენ ვემხრობით მათთვის სანქციების დაწესებას”,  – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები