spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იულია სუშენკო – რომან სუშენკოს გათავისუფლება მხოლოდ გაცვლის გზით არის შესაძლებელი

30 ივნისს რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის რომან სუშენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 2016 წლის სექტემბერში დააკავა. როგორც Front News-ს პოლიტიკური პატიმრის ქალიშვილმა იულია სუშენკომ განუცხადა, თუ წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით არ გაგრძელდება, შესაძლოა, საქმის სასამართლოში განხილვა დაიწყოს, თუმცა ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ საკითხის მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის და გაცვლის გზით არის შესაძლებელი.

 

– როგორ ახერხებს ოჯახი რომან სუშენკოსთან დაკავშირებას და ურთიერთობას?

 

– ახლობლებს მისი ნახვის საშუალებას არ აძლევენ. მამისგან ბოლო წერილი თებერვალში მივიღეთ, შესაბამისად, ჩვენგანაც წერილი ამ პერიოდში მიიღო. ადრე წერილი 2-3 თვის დაგვიანებით აღწევდა, რადგან ცენზურას ექვემდებარებოდა და თუ რაიმე მიზეზით წერლი არ მოეწონებოდათ,  არ აგზავნიდნენ.  რატომ შეწყვიტეს წერილების გადაცემა, საიდუმლოთი მოცული საკითხია. მათი ცენზორი ან ავად იყო, ან შვებულებაში, ეს არის ადამიანი, რომლის ხელშიც გადის ყველა წიგნი და ყველა წერილი. მაგალითად, თუ ჩვენ გავუგზავნიდით მამას 20 წიგნს, მასთან იქამდე ვერ მიაღწევდა, ვიდრე ცენზორი ყველას არ წაიკითხავს. ასევეა წერილების შემთხვევაში.  თუ ისინი რაიმე ქვეტექტს ხედავენ, წერილს არ აძლევენ. დეკემბერი-იანვარის მდგომარეობით რომან სუშენკომ 64 წერილიდან მხოლოდ 18 მიიღო. მამის მდგომარეობის შესახებ ერთადერთი წყარო ადვოკატები ან კონსულია. ასევე იგებს მამა ინფორმაციებს.

 

– რამდენად ხშირად ნახულობს სუშენკოს კონსული?

 

– წესით, კონსულს ახლა შეუძლია, მამა თქვეში ორჯერ მოინახულოს. ისინი წინასწარი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების თანდასწრებით საუბრობენ.

 

– ცდილობდა თუ არა რომან სუშენკოს მონახულებას უკრაინის ომბუდსმენი ვალერია ლუტკოვკსია?

 

– ის სამწუხაროდ, არ არის აქტიური ამ პროცესში. ლუტოვსკაია რუსეთის ტერიტორიაზე არავისთან ყოფილა, როგორც აღმოჩნდა, უკრაინული მხარისთვის ეს ძალიან რთული პროცედურაა, რამდენადაც საჭიროა ბევრი ნებართვის მიღება რუსეთის სხვადასხვა ინსტანციიდან. მან მიმართა რუსეთის ომბუდსმენს, რომელმაც უპასუხა, რომ თითქოს “ყველაფერი ნორმალურად არის”.

 

– რომან სუშენკოს დაკავებიდან 8 თვის მანძილზე ოჯახის წევრებთან მხოლოდ ერთხელ შეხვედრის უფლება მისცეს?

 

– დიახ, პაემნის შესახებ პირადად პეტრო პოროშენკო შეუთანხმდა პუტინს, მათი სატელეფონო საუბრის შემდეგ დედას მარტში რუსეთში ჩავიდა. დედა ძალიან წუხდა, მაგრამ როდესაც შეთანხმება უმაღლეს დონეზე შედგა, მათ უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოთ. რა თქმა უნდა, ყველა შიში გაქრა, როდესაც გაიგო, რომ ამდენი ხნის შემდეგ მამას ნახავდა. რუსეთის ტერიტორიაზე მას დახვდა კონსული, რომელიც მუდმივად თან ახლდა. დედას თან ჰქონდა ჩემი უმცროსი ძმის ნახატი – “მამა, გელოდები”, თუმცა არ გადააცემინეს, რადგან წესების თანახმად, არ შეიძლება წარწერებს შეიცავდეს.

 

– როგორ ჩაიარა შეხვედრამ?

 

– შეხვედრა დაახლოებით 2,5 საათი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, გამყოფი მინით და ტელეფონით. დედას არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა თავად საკანი, სადაც მამა იმყოფება. ყველაზე მთავარია, რომ პირადად დარწმუნდა იმაში, რომ მასზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არაქვს. მთავარია, ის იყოს ჯანმრთელად. ფსიქოლოტიური ზეწოლა ნებისმიერ შემთხვევაში არის. არის პერიოდული შემოწმებები და ა.შ. ამჟამად ჩვენ კვლავ გავგზავნეთ ყველა დოკუმენტი და მოთხოვნა პაემანზე. ვიმედოვნებთ, ზაფხულში გვექნება მისი ნახვის საშუალება. 

 

– თუ შესაძლებლობა იქნება, თქვენ წახვალთ?

 

– რა თქმა უნდა, თუმცა ასეთი შეხვედრების მიღწევა ძალიან რთულია. არც მე და არც ჩემ ძმას ჯერ კიდევ არ გვინახავს მამა და არ გვისაუბრია მასთან, მაგრამ ვიმედოვნებ, რაღაც მოვლენები ამას ხელს შეუწყობს.

 

– როგორ მოხერხდა სატელეფონო საუბრის ნებართვის მიღწევა?

 

– სატელეფნო საუბრის უფლება მხოლოდ პუტინის მაკრონთან ვიზიტის შემდეგ მივიღეთ. პრესკონფერენციის დროს AFP-ს კორესპოდენტმა მამას შესახებ შეკითხვა დასვა, ანუ კითხვაში კონკრეტულად მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, შეკითხვა ორივე პრეზიდენტისთვის იყო. მაკრონის პასუხიდან ნათელი იყო, რომ მან იცის ვინ არის რომან სუშენკო და რაზეა საუბარი. პუტინმა კი ისე აარიდან პასუხს თავი, თითქოს არც ყოფილა. მოგვიანებით კრემლის საიტზე, როდესაც საუბრის სტენოგრამა გამოჩნდა, ეს კითხვა საერთოდ ამოჭრეს. რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტი ამ სიტუაციის საქმის კურსშია.

 

მამას საუბარი ბაბუასთან 10 წუთს გაგრძელდა, ასეთია წინასწარი მოთავსების იზოლატორის წესები. ეს იყო აბსოლუტურად სპონტანურად, არავის გავუფრთხილებივართ, რომ მამა კონკრეტულ დღეს და დროს დარეკავდა. ბებია და ბაბუა ტელეფონით იძინებდნენ, რომ დიდი ხნის ნანატრი ზარი არ გამოეტოვებინათ. საუბარი რა თქმა უნდა, ისმინებოდა, როდესაც ბაბუამ იმის შესახებ დაიწყო საუბარი, რომ მამის მხარდასაჭერად მსოფლიოს ბევრ ქალაქში აქციეი იმართებოდა პუტინის პარიზში ვიზიტის დროს, საუბარი 30 წამის განმავლობაში ჩაახშეს. 

 

– რა მოლოდინი აქვს ადვოკატს წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით?

 

-ადვოკატის თქმით, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოთავსების მაქსიმალური ვადა 2 წელია. ადვოკატს არ შეუძლია იმის თქმა, როდის გაიმართება სასამართლო. შესაძლოა, წინასწარი პატიმრობა 30 ივნისის შემდეგაც გააგრძელონ. დაცვის აზრით, სიტუაციის გადაწყვეტა მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, მხოლოდ ასე შეიძლება დადებითი შედეგის მიღწევა. საერთაშორისო გამოხმაურების წყალობით, როდესაც ძალიან ბევრი კოლეგა გამოვიდა რომან სუშენკოს მხარდასაჭერას, ყველაფერი სულ სხვა დონეზე გადავიდა.

 

– განიხლება თუ არა რომან სუშენკოს გათავისუფლების საკითხი გაცვლის გზით?

 

– შესაძლოა, განიხლება უმაღლეს დონეზე. ადვოკატიც აცხადებს, რომ მისი უკრაინაში დაბრუნება მხოლოდ გაცვლის გზით შეიძლება, სხვა ვარიანტი არ არის და არ იქნება. არ მოხება ისეთი სასწაული, რომ სასამართლო მას მოულოდნელად გაათავისუფლებს. ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, როგორ არის შესაძლებელი გაცვლა ან ვისზე. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ მამა მალე დაბრუნდეს სახლში.

 

– უკრაინის პრეზიდენტმა თუ მოგცათ რაიმე სახის გარანტია ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

– როდესაც ჩვენ პოროშენკოს შევხდით, გვითხრა, რომ პირადად არის ამ საქმით დაკავებული და პირად კონტროლზე აქვს. ვიმედოვნებთ, დადებითი გამოსავლის ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს. ვფიქრობ, უკრაინული მხარე ნებისმიერ ვარიანტზე წავა, მაგრამ იქნება თუ არა ეს მეორე მხარისთვის მისაღები, ეს სხვა საქმეა. ძალიან მინდა, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში მოგვარდეს.

 

– ფრანგული მხარე თუ გეხმარებათ?

 

– ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რომან სუშენკოს საქმე ახალ იმპულსს შეიძენს. დედამ საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონს მიწერა კიდეც, მამამ კი თავად ემანუელ მაკრონს. ჩვენ გვაქვს დადასტურება, რომ მათ წერილები მიიღეს. ვიმედოვნებთ, საფრანგეთის ხელისუფლება დაინტერესდება მამას ბედით და ამ აბსურდული სიტუაციის გადაწყვეტაში თავის წვლილს შეიტანს. 

 

– როგორ არის განწყობილი თავად რომან სუშენკო, რა არის თქვენთვის ცნობილი და როგორ პირობებში იმყოფება?

 

– მამამ იცის, რისთვის უნდა იცხოვროს, ამიტომ იმედს არ კარგავს, რომ უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი დასრულდება და სახლში დაბრუნდება. 

 

კამერაში მას აუცილებელი ნივთები აქვს, მაგალითად, მაცივარი, რისთვისაც ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ. წინასწარი მოთავსების იზოლატორში საკვები კარგი არ არის, ამიტომ ჩვენ ვაგზავნით ხილს, ბოსტნეულს, თაფლს, წამლებიდან ვიტამინებს, რომელიც აუცილებელია. გარდა ამისა, აქვს ტელევიზორი რამდენიმე არხით. წესების მიხედვით სასეირნოდ მხოლოდ ერთი საათი გაჰყავთ, დანარჩენ დროს კი კამერაში ატარებს, ამიტომ ძალიან ბევრს ხატავს და კითხულობს, თუმცა იქ ნორმალური განათება არ არის, რის გამოც მამას მხედველობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუუარესდა.

 

არის გარკვეული შეზღუდვები პრესის გადაცემის მხრივ. ასევე გვინდოდა მისთვის საღებავები და ფუნჯი გადაგვეცა, თუმცა არ დაგვრთეს ნება. წიგნიც მხოლოდ რუსულ ენაზე შეუძლია წაიკითხოს და არა პოლიტიკის შესახებ. 

 

“უკრინფორმის” კორესპოდენტი საფრანგეთში რომან სუშენკო საერთაშორისო ნორმების დარღვევით მოსკოვში 2016 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, როდესაც იქ კერძო ვიზიტით ჩავიდა. 7 ოქტომბერს კი ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, სუშენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია, რასაც კიევი კატეგორიულად უარყოფს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები