spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება განიხილა.

 

პროექტის თანახმად, უქმდება საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები  და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება.

 

შესაბამისად, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებს მიენიჭებათ ასეთი სტატუსის მიღების პროცესუალური შესაძლებლობა.

 

ამავე დროს, კანონპროექტი მიუთითებს, რომ სხვა მტკიცებულებების მსგავსად, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირთა მიერ ჩვენებისას/გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა უნდა შეფასდეს მოსამართლის/გამოკითხვის ჩამტარებელი პირის მიერ მის ხელთ არსებული კანონიერი მექანიზმების გამოყენებით, რითაც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულების უტყუარობის ტესტით შეფასების ინტერესი.

 

მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღებიდან ტექსტობრივად გამორიცხავს იმ შშმ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდონ ინფორმაცია ან მისცენ ჩვენება.

 

შესაბამისად, განხილული კანონპროექტი შშმ პირებისათვის, მიუხედავად შეზღუდვის სახისა, მოწმის, გამოსაკითხი პირის სტატუსის მიღების პროცესუალურ შესაძლებლობას ქმნის.

 

კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი და გრეტა წიწავა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები