spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუშჩენკო – პრეზიდენტი ზელენსკი არის დემოკრატიული ლიდერი, რომელიც აკეთებს წარმოუდგენელ სამუშაოს

უკრაინას ახლა სჭირდება ლიდერობა და ერთიანობა. არა დისკუსია დიპლომატიური პროტოკოლის ან კოსტიუმის შესახებ, არამედ პოლიტიკური სიბრძნე უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის, სამართლიანი მშვიდობის პირობებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო წერს.

მისივე თქმით, მშვიდობისკენ იძულება – ეს ცნობილი რუსული ტაქტიკაა, რომელიც რუსებმა გამოიყენეს საქართველოში 2008 წელს, ამის შედეგები ცნობილი და ჭკუის სასწავლებელია.

“ძვირფასო უკრაინელებო, ბოლო 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყო იმ უკრაინელების დასაყრდენი, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. სიტყვის თავისუფლება, პატიოსანი არჩევნები, საბაზრო ეკონომიკა, გენდერული თანასწორობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – ყველაფერი ეს იყო უკრაინელების მოთხოვნა თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისთვის საკუთარ დამოუკიდებელ ქვეყანაში. ეს ღირებულებები ჩვენ გავზარდეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ლიდერობა ამაში შეერთებულ შტატებს ეკუთვნოდა.

ეს დიალოგი არასოდეს მიმდინარეობდა დამცირების გზით და მით უფრო მტკივნეულია ამის დანახვა, როდესაც ეს უცებ ომის დროს გამოვლინდა, როდესაც მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ნაცვლად ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო გაუფასურება. ესაა დარტყმა ნდობისთვის, რომელიც მოითხოვს ძალისხმევას, რომ ურთიერთობებში ბალანსი აღდგეს.

უკრაინას ახლა სჭირდება ლიდერობა და ერთიანობა. არა დისკუსია დიპლომატიური პროტოკოლის ან კოსტიუმის შესახებ, არამედ პოლიტიკური სიბრძნე უსაფრთხოების გარანტიების ფორმულების მოძიებისთვის, სამართლიანი მშვიდობის პირობებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის დემოკრატიული ლიდერი, რომელიც აკეთებს წარმოუდგენელ სამუშაოს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებაში მშვიდობის მიზნების გარშემო და აგრესორის შესაჩერებლად.

რუსეთის შემოსევის პირველივე დღიდან უკრაინას სურდა მშვიდობა – და ეს მაშინ მოვა, როცა რუსული არმია დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს.

მშვიდობისკენ იძულება – ეს ცნობილი რუსული ტაქტიკაა, რომელიც რუსებმა გამოიყენეს საქართველოში 2008 წელს. ამის შედეგები ცნობილი და ჭკუის სასწავლებელია. რუსული პროპაგანდა დღეს არყევს მთელ მსოფლიოს. როდესაც კრემლიდან ამბობენ, რომ უკრაინაში დიქტატურაა – ეს პოლიტიკური შიზოფრენიაა. ამ გამოწვევებზე პასუხი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას. ერთად შეგვიძლია, აგრესორის გეგმები შეუძლებელი გავხადოთ და ვაიძულოთ მას, გადაიხადოს ყველაფრისთვის.

ჩვენ ვიცით ვინ დაიწყო ომი. უკრაინას სჭირდება ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აგრესორთან დაპირისპირებაში. შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ საბრძოლო მასალა, შეიარაღება, სასწავლო შესაძლებლობები და დაზვერვა. ჩვენს სახელმწიფოს აქვს დიდი მისია – როგორი იქნება მსოფლიო 21-ე საუკუნეში, ჩვენს გამარჯვებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს სამართლიანი და ძალა არ გახდეს სამყაროს ე.წ. გავლენის სფეროებად დაყოფის გზა, სადაც ათობით ქვეყანას ხმა არ ექნება. დიდება უკრაინას“, – წერს უკრაინის მესამე პრეზიდენტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები