spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუშჩენკო – პუტინმა ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია

უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე წააგო, მაგრამ უკრაინას ჯერ არ მოუგია.

 

“ბოლო სამი დღეა, ჩვენი სამხედროების წარმატება იმედისმომცემია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა უკვე წააგო ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ჩვენ ჯერ არ მოგვიგია“, – განაცხადა იუშჩენკომ.

 

იუშჩენკოს თქმით, უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ბრძოლა შეუძლიათ. 

 

უკრაინის მესამე პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დასავლეთის პოზიცია ომთან მიმართებით გადაიხედება და მოხდება უფრო დიდი მობილიზაცია უკრაინის უფრო სწრაფი და ხელშესახები დახმარების.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები