იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა შესასვლელი კარი ჩაკეტეს და მხოლოდ შენობიდან გამომსვლელ ადამიანებს უშვებდნენ.
აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ და იუსტიციის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
მათ ხელში უჭირავთ იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც აქციების დროს პოლიციის ძალადობის გამო დაშავდნენ.
იუსტიციის სახლში შესულ აქციის რამდენიმე მონაწილეს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა შენობა დაატოვებინეს.