spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა

11 ოქტომბერს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ორგანიზებით იუსტიციის პროფესიული დღე აღინიშნა.

ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთელი იურისტების ღვაწლს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომ პერიოდში.

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა მიმართეს.

საზეიმო მიღებაზე აფხაზეთელი ღვაწლმოსილი იურისტები ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, სამართლის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები