იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქალაქ წყალტუბოში ჩართულობის სივრცე გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილ 50 ბენეფიციარს, არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2 თვის მანძილზე შემეცნებითი და საგანმანათლებლო სახის ტრენინგები ჩაუტარდებათ.
გახსნის ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი ძიგუა, მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ადგილობრივი ხელისუფლების და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტში “ახალგაზრდული სივრცე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდასაჭერად“ დროებით დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობა.