იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აფხაზეთის დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად უცნობ გმირთა ქუჩის №85-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს ესტუმრა, ბავშვებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ნივთები საჩუქრად 6-დან 9 წლამდე, 300-მდე დევნილმა ბავშვმა მიიღო.