spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ივანე ჩხაიძე – ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს არ ჰქონია

ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება. ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორანავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

 

“როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ, უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა. ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები