spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ივანე ჩხაიძე – ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა, ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგეს. 

 

“რისკი იმისა, რომ ასეთი მაჩვენებლების გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანას გარკვეული პრობლემები შეექმნას, საწოლფონდის უზრუნველყოფის, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფის, სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივ, არის ძალიან მაღალი. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია. თუ ჩვენ ვერ მივიღეთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლების შემცირება, მაშინ ქვეყანას ეს პრობლემა დაუდგება”, – აცხადებს ჩხაიძე. 

 

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები