spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ივანიშვილი შიშში ცხოვრობს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ყველანაირ უღირს მეთოდს იყენებს”

“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “ძლიერი საქართველო” ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ებრძვის ივანიშვილის რეჟიმი ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.

პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად – ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავება და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაც ამის უტყუარი მტკიცებულებაა.

როდესაც საზოგადოებამ ივანიშვილის ამ საშინელ ქმედებას მწვავედ უპასუხა, რეჟიმმა შეთითხნა ახალი სიბინძურე ელენეს წინააღმდეგ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი შიშში ცხოვრობს და ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი ყველანაირ უღირს მეთოდს იყენებს.

სრული სოლიდარობა ელენეს!

ელენე თავისუფალია!

რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას!” – აღნიშნულია განცხადებაში.

ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და 24-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები