ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 1 მარტს დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად – ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერს მრჩევლად – გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერის მრჩევლად – ზურაბ აბაშიძე.