ჯანდაცვის სამინისტროსთან პროფკავშირების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეების მხარდასაჭერად აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, რომ უწყებასთან საკონტაქტოდ მედიატორი გამოყონ.
აღნიშნული მოთხოვნის წერილი დღეს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა და პროფკავშირებმა სამინისტროში შეიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ პროფკავშირს არ არეგისტრირებენ, რომ საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულთა უფლებები დაიცვან.
ადგილზე პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.