spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა, ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.

მიმდინარე თვეს დაგეგმილია ჯანმოს მისია, რომელიც  საბოლოო შეფასებას ჩაატარებს. ექსპერტების მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში  საქართველო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები