კანადა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. „დამოუკიდებელი სახელმწიფოების“ აღიარებას, – ამის შესახებ „ტვიტერზე“ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო წერს.
“ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. ამ ქმედებებისთვის ეკონომიკურ სანქციებს დავაწესებთ“, – წერს ჯასტინ ტრუდო.
მისივე თქმით, კანადა და მისი მოკავშირეები დაიცავენ დემოკრატიასა და უკრაინელი ხალხის ნებას.