spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯეიკ სალივანი – ჩვენ კონტაქტზე ვართ “თალიბანთან”, რათა აეროპორტში ხალხის გასვლა უზრუნველვყოთ

თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ავღანეთში სიტუაციასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია “თალიბანთან” კონტაქტზეა.

 

“ამავე დროს ჩვენ ვაწარმოებთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რეგიონში მოკავშირე სახელმწიფოებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რათა დავარეგულიროთ სიტუაცია ავღანეთში. ჩვენ კონტაქტზე ვართ “თალიბანთან”, რათა აეროპორტში ხალხის გასვლა უზრუნველვყოთ”, – განაცხადა სალივანმა.

 

ამასთან, სალივანის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი პასუხისმგებლობას იღებს ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას ეხებოდა. 

 

“აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ იხსნის პასუხისმგებლობას ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე და იმაზე, რაც ახლა ავღანეთში ხდება”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები