აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში სალივანი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა, საუბარი შეეხო აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის გაგრძელება.
“ჯეიკ სალივანის ჩამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”, – აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ჯეიკ სალივანს სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენი გადასცა.