spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯეიკ სალივანი – უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა შენარჩუნდება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესში არჩევნების შედეგების მიუხედავად, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა შენარჩუნდება.

 

“დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი იქნება ურყევი და მტკიცე. არ ვამბობ, რომ მხარდაჭერა “სავარაუდო“ იქნება. მე მჯერა ამის და პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა ამის“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

 

მისივე თქმით, საუბარია არა მხოლოდ იარაღზე, არამედ ფინანსურ დახმარებაზეც.

 

“მე არ ვისაუბრებ საშინაო პოლიტიკაზე და არ ვიწინასწარმეტყველებ, რა მოხდება სამშაბათს არჩევნებზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი აპირებს იმუშაოს ორივე მხარესთან, როგორც ამას თავდაპირველად აკეთებდა, რათა არა მხოლოდ დაჰპირდეს მხარდაჭერას უკრაინას, არამედ უზრუნველყოს კიდეს”, – განაცხადა სალივანმა. 

 

დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები