spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ჯერ მოაწერეს ხელი, ალბათ, წაიკითხულიც არ ჰქონდათ და პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ეს იდეა არ მოსწონთ”

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამნისტიის კანონპროექტს მიესალმება, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ მათ ისე მოაწერეს ხელი, ალბათ არც წაუკითხავთ, რაც არასერიოზულობაა.

“მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ძალიან ბევრი არასერიოზული ადამიანი, რომლებმაც (ასე ჩანს ყოველშემთხვევაში გარედან), ჯერ მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი, ალბათ, წაიკითხულიც არ ჰქონდათ ისე და შემდეგ პარლამენტში აღმოაჩინეს, რომ ეს იდეა არ მოსწონთ. 

მე მინდა მივესალმო იმ ამნისტიის პროექტს, რომელიც პირველი მოსმენით, “ქართული ოცნების” ინიციტივით, რომელი პროექტიც შევიდა პარლამენტში, მიღებულ იქნა. მინდა ვთქვა, რომ ის სრულად აკმაყოფილებს ევროპული კოდექსის არაერთ დებულებას. ახლა უკვე ოპოზიციის პოსტ ფაქტუმ მცდელობები, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ თავად არ იციან რაში, არის თავიდანვე განწირული. ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს და საპარლამენტო პროცესი გვაჩვენებს, როგორ დასრულდება მათი ეს პერიპედიები, მაგრამ, მეტი კვალიფიციურობა, მეტი სერიოზულობაა საჭირო. ბავშვმაც კი იცის, რომ ხელს როდესაც რაღაცას აწერს, უნდა წაიკითხოს, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ამისთვის არ ეცალათ, პოლიტიკურ აჟიოტაჟში იყვნენ”-აცხადებს წულუკიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები