spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს ვართ”

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გოჩა თევდორაძის განცხადებით, შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება.

"დავიწყეთ მუშაობა ადრე ჩამოყალიბებულ 6-პუნქტიან გეგმაზე, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული დოკუმენტის სახე აქვს. პრაქტიკულად პუნქტობრივად ვმუშაობთ, სიღრმეებში ახლა არ შევალ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და კარგი იქნება, თუ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ ძალიან სწრაფად მივდივართ შეთანხმებასთან ან ძალიან შორს ვართ ამისგან. 6-ვე პუნქტი საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა საკითხზე, ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმებამდე ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა თევდორაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ "ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკების მაგიდას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები