spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯიმ რიში – ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას სანქციები დაუწესოს მათ, ვინც დასასანქცირებელია

ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას შევიდეს და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც დასასანქცირებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა  საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის იმპერიის აჩრდილები კვლავ არიან საქართველოში.

“რუსეთის იმპერიის აჩრდილები კვლავ არიან ამ ქვეყანაში და ეს ჩანს იმაში, რაც დღეს ხდება. ეს გულისხმობს სისასტიკეს, წამებას, დაპატიმრებებს. ყველაფერს, რაც ძველი საბჭოთა კავშირიდან ვიცით.

ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას შევიდეს და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც დასასანქცირებელია და ეს საიდუმლო არაა. მოდი დავიწყოთ”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები