spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯიმ რიში – ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება

“ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება”, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა. 

 

“სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს – ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. იმედი მაქვს, იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდით, როდესაც არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ყოველთვის ჩამოდიან ვაშინგტონში, სხვადასხვა პარტია და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენ ჩაგვრთოს და მხარე დავიჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებში, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ ისინი ვერ აღწევენ დიდ პროგრესს”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები