spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯიმ რიში – ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ევროკავშირთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

“ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება”, – წერს ჯიმ რიში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღეა, იმართება და სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ყოველ ღამე წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს იყენებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები