ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მომავალზე კითხვებს აჩენს.
“მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად”, – აცხადებს სენატორი რიში