საქართველოში მიღებულმა კანონმა შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები. ეს პოზიცია მტკიცედ ეჭირა საქართველოს მთავრობას, მიუხედავად ამერიკის მოქმედებებისა, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა.
მისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთი კანონების არსებობის შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყანაში.
“დიქტატორებმა გამოიყენეს ომის იარაღი, რომ მოეხდინათ კონსოლიდირება კონტროლის და მას შემდეგ, რაც დემოკრატიული ძალები ვერ ახერხებენ მთავრობის კონტროლს, მაშინ ხდება ავტოკრატიის გამყარება, მაგალითად, სუდანსა და სირიაში იარაღის გამოყენება შეზღუდვებით ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების თვალსაზრისით ნიშნავს ავტოკრატიის წინსვლასა და გაღრმავებას. საქართველოში მიღებულმა კანონმა შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები. ეს პოზიცია მტკიცედ ეჭირა საქართველოს მთავრობას, მიუხედავად ამერიკის მოქმედებებისა. სენატორი შაჰინი და მე 2012 წელს ვიყავით საქართველოში, დავესწარით თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს და ორივე ძალიან კმაყოფილები ვიყავით იმით, რაც მოხდა და ამის შემდეგ ჩვენი რწმენა და ხედვა, სამწუხაროდ, გაქარწყლდა. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველო რუსული დათვისგან კარგავს თავისუფლებას. საქართველოში ვითარება შეიცვალა.
ჩინეთში, ნამდვილად, არ არის გასაკვირი, რომ არასამთავრობოები მიჩნეული არიან, როგორც უსაფრთხოების ძირგამომთხრელ ინსტრუმენტად. აფრიკაში ასევე, მრავალი მთავრობა იყენებს ანტიარასამთავრობო ორგანიზაციების კანონს. ეს პრობლემა იზრდება.
რას აკეთებენ ისინი და რა უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან უფრო მეტი, ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა სენატორმა.