საერთაშორისო საზოგადოება გმობს გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმს რიში „ტვიტერზე“ წერს.
“უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლას და განადგურებასაც ცდილობდა პუტინი. სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონიდან ერთ-ერთი. მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – წერს სენატორი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევს ხმების 59% აქვს.