დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
“მივესალმები დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ შეასრულონ მათი მოვალეობა და დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს”, – წერს ჯინ შაჰინი.
დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს ფინანსური სანქციები დაუწესა გიორგი გაბიტაშვილს, კოკა კაციტაძეს, შალვა ბედოიძეს და მირზა კეზევაძეს.