spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯინ შაჰინი – მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა და მან უარი თქვა

მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა და მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა შეხვედრაზე, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გაფრთხილებული იყო, რომ “რუსული კანონი” გავლენას იქონიებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე.

“როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მაშინ საქართველოს შემოჰქონდა რუსული კანონი, გამოვხატე ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ეს გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას და ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე, სამწუხაროდ, ვხედავთ ამას ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად.

მინდა გითხრათ, მიჭირს გაგება, იმ ქვეყანაში სადაც ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც კი ჩავდიოდი, გამოხატავდნენ შეშფოთებას თქვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით, ოკუპაციის გაფართოებასთან დაკავშირებით და ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს და რაც საწინააღმდეგოა მოქალაქეების ნებისა, არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი, მივუთითეთ, რომ შედეგი ექნება ამას და ზუსტად ეს ხდება ახლა”, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები