spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ჯინ შაჰინი – პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის

პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან, – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი წერს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კიდევ ერთი უკან დახევაა.

“ქართული ოცნების” მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ჩასახშობად კიდევ ერთი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება კიდევ ერთი უკან დახევაა იმ დემოკრატიული მომავლისგან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. პოლიტიკურ ლიდერებს არ უნდა ეშინოდეთ ქართველი ხალხის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად დამოუკიდებელი აქტორები არიან”, – წერს ჯინ შაჰინი.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები