spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯინ შაჰინი – პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის საკითხი გაჟღერდა

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის საკითხი გაჟღერდა, ისევე როგორც სხვა სხვადასხვა საუბრების დროს ჟღერდება ხოლმე, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“დიახ, შეხვედრაზე ეს საკითხი გაჟღერდა, ისევე როგორც, ალბათ, სხვადასხვა საუბრებში ჟღერდება ხოლმე. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ დეოლიგარქიზაციის საკითხს, რომელიც არის ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია და მოთხოვნა. 

 

რაც შეეხება შეკითხვას ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. აშშ 30 წლის განმავლობაში არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული და წარმატებული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ისევე როგორც მთლიანად ევროპაში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია უკრაინის ომის მალე დასრულება. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა შეიჭრას კიდევ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები