აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების შიდა კონფლიქტებში არ უნდა ჩაერიოს.
“აშშ-ის არმია არ უნდა ჩაერთოს სხვა ქვეყნებში არსებულ “მარადიულ” სამხედრო კონფლიქტებში.
შეერთებული შტატების მიზანი არასოდეს ყოფილა, ავღანეთი დემოკრატიულ ქვეყნად ექცია. ამ ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების მთავარი ამოცანა ტერაქტების თავიდან აცილება იყო”, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ის იდგა არჩევანის წინაშე – გაეყვანა ამერიკული ძალები ამ ქვეყნიდან, ან კიდევ ათასობით სამხედრო გაეგზავნა ავღანეთში „ომის მესამე ათწლეულის“ დასაწყებად.
მისი თქმით, იგი წარსულის შეცდომებს არ გაიმეორებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთს და რუსეთს სურთ, ავღანეთი “განუსაზღვრელ ჭაობად” გადაიქცეს.
ბაიდენმა ხალხისადმი მიმართვისას რუსეთისა და ჩინეთის მიერ ავღანეთში “თალიბანის” მმართველობის აღიარება გააკრიტიკა, რომლებიც “თალიბებთან” მეგობრული ურთიერთობის დამყარებას გეგმავენ და ხელისუფლების გადაცემისკენ მოუწოდებენ.