აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. ინფორმაციას უცხოური მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი შეუერთდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის უკრაინელ კოლეგებთან დმიტრო კულებასთან და ალექსეი რეზნიკოვთან შეხვედრას.
ჯო ბაიდენი პოლონეთში გუშინ ჩავიდა.