spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯო ბაიდენი – ისტორია უკვე დაწერილია, პუტინის ომი უკრაინაში რუსეთს დაასუსტებს, დანარჩენ მსოფლიოს კი გააძლიერებს

პუტინის ომი წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო, ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ,  პუტინი შეცდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“უკრაინელები იბრძვიან წმინდა გამბედაობით, თუმცა შემდგომი დღეები, კვირები და თვეები რთული იქნება, რთული მათთვის. პუტინმა გააჩაღა ძალადობა და ქაოსი. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, მან მოიპოვოს მოგება ბრძოლის ველზე, ის გადაიხდის სულ უფრო დიდი ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში და ამაყმა უკრაინელმა ხალხმა, რომელიც მზად არის, იბრძოლოს მთელი სიმამაცით, რაც მათ გააჩნია, დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არაერთხელ აჩვენა, რომ არ შეეგუება არავის, ვინც შეეცდება მათი ქვეყნის უკუსვლას.

 

ძვირფასო ამერიკელებო, მე ვიქნები გულწრფელი თქვენთან, როგორც ამას დაგპირდით. რუსეთის დიქტატორის მიერ უცხო ქვეყანაში შეჭრა მთელ მსოფლიოს აზარალებს. მე მივმართავ ძლიერ ზომებს, რათა უზრუნველვყო, რომ ჩვენი სანქციების ტკივილი მიმართულია რუსეთის ეკონომიკისკენ. მე გამოვიყენებ ჩვენს ხელთარსებულ ყველა ინსტრუმენტს ამერიკული ბიზნესის და მომხმარებლების დასაცავად.

 

შემიძლია გამოვაცხადო, რომ აშშ მუშაობდა 30 ქვეყანასთან მსოფლიოში რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოსაყოფად. ამერიკა გაუძღვება ამ ძალისხმევას სტრატეგიული რეზერვებიდან 30 მილიონი ბარელის გამოყოფით. ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ეს ნაბიჯი დაგვეხმარება გაზის ფასის დარეგულირებაში აქ, სახლში, თუმცა მე ვიცი, რომ ის, რაც ხდება შემაშფოთებელია ყველა ამერიკელისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, ჩვენ კარგად ვიქნებით.

 

პუტინის ომი წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან არაერთხელ თქვა უარი დიპლომატიური ძალისხმევაზე. ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ეგონა, რომ ჩვენს გახლეჩას შეძლებდა. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით. ისტორია უკვე დაწერილია. პუტინის ომი უკრაინაში რუსეთს დაასუსტებს, დანარჩენ მსოფლიოს კი გააძლიერებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები