spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯო ბაიდენი – მკაფიოდ ვუთხარი პუტინს, რომ თუ უკრაინაში შეიჭრება, შედეგები მისი ეკონომიკისთვის იქნება გამანადგურებელი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის გამანადგურებელი იქნება.

 

ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და რუსეთს “საშინელი ფასის“ გადახდა მოუწევს.

 

“აბსოლუტურად მკაფიოდ განვუცხადე პრეზიდენტ პუტინს, რომ ის უკრაინაში თუ შეიჭრება, შედეგები მისი ეკონომიკისთვის იქნება გამანადგურებელი, დამანგრეველი. მეორე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით, გავაგზავნოთ მეტი ჯარისკაცი აღმოსავლეთ ფლანგზე და ნატო-ს იმ ქვეყნებში, რომელთა დაცვის ვალდებულება ავიღეთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. მესამე – რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და მას საშინელი ფასის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები