spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯო ბაიდენი – რუსეთი ვეღარ შეძლებს საბჭოში მუშაობას და დეზინფორმაციის გავრცელებას

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას მიესალმება. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

“აპლოდისმენტებით ვხვდები ხმების უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გააძევეს. ეს საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კვლავაც აჩვენებს, რომ პუტინის ომმა რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებულ, განდევნილ ქვეყნად აქცია“, – ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე.

 

მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები მუშაობდნენ ამ შედეგის მისაღწევად, რადგან რუსეთი სისტემატიურად არღვევს ადამიანი უფლებებს.

 

“რუსეთის ადგილი ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის. რუსეთი ვეღარ შეძლებს საბჭოში მუშაობას და დეზინფორმაციის გავრცელებას, ვიდრე საბჭოს კომისია იძიებს რუსეთის მხრიდან უკრაინაში ადამიანი უფლებების დარღვევების ფაქტებს“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები