აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.
“მალე თუ არა, ჩვენ შევხვდებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა G7-ის სამიტზე იაპონიაში გამგზავრებამდე სი ძინპინთან შეხვედრის შესაძლებლობის კომენტირებისას.
ბაიდენს არ დაუკონკრეტებია როდის შეიძლება გაიმართოს შეხვედრა.
აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებს შორის ბოლო შეხვედრა 2022 წლის 14 ნოემბერს გაიმართა.