spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიციაზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოზიციაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა.

 

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ბასი სახელმწიფო დეპარტამენტში პოზიციას, სავარაუდოდ, მენეჯმენტის მიმართულებით დაიკავებს.

 

ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო, მას შემდეგ დიპლომატი ელჩად თურქეთსა და ავღანეთში მუშაობდა. საერთო ჯამში ის უცხოეთში შეერთებული შტატების 7 მისიაში მსახურობდა და სახელმწიფო დეპარტამენტში მაღალი რანგის პოზიციები ეკავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები