მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და მეგობარი აქტის წარდგინებით უნდა, მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს მოქალაქეების მიერ, – ამის შესახებ MEGOBARI აქტის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს კანონი ახორციელებს სტიგმატიზაციას და ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას, მასმედიას და ახშობს საპირისპირო აზრის გამოხატვას.
“ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი, დაგმო ყოველმხრივი ევროატლანტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის. მიიღო უცხოელი აგენტების კანონი და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელსაც ხედავთ. ასევე აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და “ქართული ოცნება” ახორციელებს ჩინეთის პოლიტიკურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ხდება ძირითადი ინფრასტრუქტურის გადაცემა ჩინური კომპანიისთვის.
მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და მეგობარი აქტის წარდგინებით უნდა მოხდეს სავიზო შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის სახელმწიფოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს მოქალაქეების მიმართ.
ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთანაა დაკავშირებული. ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს საქართველოში არჩევნებამდე და მეგობარი აქტის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – განაცხადა ჯო უილსონმა.
კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, განხილვის ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა.