ჩვენი ურთიერთობები ალბათ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდისმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც, – ამის შესახებ “ატლანტიკური საბჭოს” წევრმა ჯონ ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.
“ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდისმე ყოფილა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც.
ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში”, – აცხადებს ჰერბსტი.