აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გააგრძელებს, უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გაცილებით წარმატებული და ეფექტური გახდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ, როგორც ვთქვი, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, როდესაც ისინი გადიან ამ შეტევებს, მაგრამ სად წავლენ და რამდენად სწრაფად წავლენ, ეს ნამდვილად მათზეა დამოკიდებული”, – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ თავად უკრაინა აცხადებს, რომ ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა.
“კიდევ ერთხელ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ და გააგრძელებენ ამის კეთებას“, – აღნიშნა კირბიმ.