დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა.
როგორც ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას მათ უკრაინის საკითხი განიხილეს.
“სასიამოვნოა პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც საუკეთესო ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ.
ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის იქნება ძლიერი და გადამწყვეტი ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში”, – წერს ჯონსონი.
13 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. თავდასხმის შედეგად მან დაზიანება მარჯვენა ყურზე მიიღო.