დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს.
“საქართველოში შექმნილი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა.
მხარს ვუჭერ საქართველოს ხალხს, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს“, – წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.