spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯონსონი – უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთთან ომი აწარმოოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს

უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთთან ომი აწარმოოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

 

“ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ჯონსონს ჰკითხა, უნდა დართოს თუ არა აშშ-მა უკრაინას ნება, რუსეთის ტერიტორიებზე ამერიკული იარაღი გამოიყენოს.

 

“ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, ომი ისე წარმართოს, როგორც თავად თვლის საჭიროდ. უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ამ ძალისხმევის მართვას, არ არის სწორი“,- განაცხადა ჯონსონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები